ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Flydubai: ქუთაისის აეროპორტში ფრენების დაწყებას 2024 წლიდან ვგეგმავთ
14 ნოემბერი, 2023

ავიაკომპანია Flydubai ქუთაისის აეროპორტში ფრენების დაწყებას გეგმავს - ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან” Flydubai-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიჰან ეფენდიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ფრენები მაშინ დაიწყეს, როდესაც ტურისტული თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად უცნობი იყო, თუმცა ამ დროისთვის დღეში 3-4 ფრენას ასრულებენ დუბაი-თბილისის და ბათუმი-დუბაის მიმართულებით.

“ვფიქრობ, მთვარობა ფოკუსირებულია ტურიზმის განვითარებაზე, დღესდღეობით, თბილისი არის უქმეებისთვის საუკეთესო მიმართულება. ამ ყველფერს ხელი შეუწყო ასევე სავიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულმა გამარტივებულმა რეგულაციებმაც. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, თითქმის 60%-იანი ზრდა გვქონდა,  ზაფხულის სეზონზე ვასრულებდით ფრენებს კვირაში 5-ჯერ თბილისის მიმართულებით, ხოლო ბათუმში -  3-ჯერ.”- აცხადებს ჯეიჰან ეფენდი.

ავიაკომპანია წელს ფრენების სიხშირის გაზრდას გეგმავს ბათუმში, მათ შორის ზამთრის სეზონზე.

“ზოგადად, საქართველოსი ფრენები არ გულისხმობს მხოლოდ არაბთა გაერთიანებულ საამირობიდან მგზავრთა ნაკადს, არამედ ეს აკავშირებს საქართველოს გალფის სივრცესთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან, აფრიკასთან და ავსტრალიასთან, რადგან როგორც იცით, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მაჩვენებელი ყოველწლიურად 87 მილიონზე მეტია. რაც შეეხება გეგმებს, ამ ეტაპზე, განვიხილავთ ქუთაისის საერთაშორისო ეროპორტს, სადაც ვფიქრობთ, რომ ფრენებს 2024 წლიდან დავიწყებთ.”-აცხადებს, Flydubai-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯეიჰან ეფენდი.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენები 2011 წლიდან დაიწყო.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.