ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
FlyUIA-ს კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებაზე კვირაში 4 სიხშირით სურს ოპერირება
14 ოქტომბერი, 2020

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა – FlyUIA ზამთრის სანავიგაციო პერიოდში ფრენის განრიგი გამოაქვეყნა სადაც კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებაცაა შეყვანილი.

ირკვევა, რომ FlyUIA 1-ლი ნოემბრიდან კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე კვირაში ოთხი სიხშირით გეგმავს ოპერირებას. კომპანიის ინფორმაციით კიევი-თბილისის მიმართულებაზე რეისები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას განხორციელდება, ხოლო თბილისი-კიევის მიმართულებაზე კი ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, პარასკევს და შაბათს.

აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს FlyUIA-ს გეგმას და მან შესაბამისი ნებართვა საქართველოს საავიაციო ხელისუფლებისგანაც უნდა მიიღოს. დღეს არსებული რეგულაციებით, რეგულარულ რეისებზე შეზღუდვა (გარდა გარკვეული გამონაკლისისა) 1-ელ ნოემბრამდე მოქმედებს. გააგრძელებს თუ არა საქართველო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს ეს უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი, როდესაც ახალი NOTAM-ი გამოიცემა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინისთვის საქართველო მწვანე ზონაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან უკრაინაში ჩასულ მგზავრს კარანტინის გავლა არ მოუწევს.

დღეისათვის კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებაზე მხოლოდ ჩარტერული გამყვანი რეისები სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავიაგადამზიდავი მგზავრებს მხოლოდ თბილისი-კიევის მიმართულებაზე ემსახურება.

AviaNews


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.