ფოლკ-ტურიზმის განვითარებისკენ - ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია სექტემბერშუ დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 1.6 მლნ ლარია.
სამუშაოს მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ოზურგეთის ფოლკლორის სახლში განთავსდება არქივი და ხმის ჩამწერი სტუდია. აქ თავს მოიყრის ანზორ ერქომაიშვილის მიერ შეგროვებული უნიკალური მასალა. დასავლეთ საქართველოდან ანსამბლებს სიმღერების ჩასაწერად თბილისში ჩასვლა აღარ მოუწევთ.
შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა ინტერიერს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთება. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
ცენტრის სამშენებლო სამუშაო 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. მუნიციპალური განვითარების ფონდი ამბობენ, რომ პროექტი ფოლკ-ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
www.travelingeorgia.ge