Forbes-მა Spend your Summer in Georgia რეგიონში საუკეთესო ტურისტულ სარეკლამო კამპანიად დაასახელა
ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა შეაფასა ენთუზიასტების მიერ ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში დაწყებული ინიციატივა Spend your Summer in Georgia როგორც საუკეთესო ტურისტული სარეკლამო კამპანია რეგიონში.
სტატიას ამ თემაზე წერს მოგზაური-ჟურნალისტი ბრიანა უილსონი.
„Spend your Summer in Georgia“ – არის ჯგუფი, რომელიც შეიქმნა სოციალური ქსელებში რუსეთის მიერ ტურისტული ემბარგოს დაწესების საპასუხოდ. სულ რაღაც 1 ღამეში ჯგუფი გახდა „ვირუსული“, და დღეს ყველა საქართველოზე ფიქრობს .
ამჟამად ჯგუფში შედის 275 000 ადამიანი, და ის ძალიან ეფექტურად მუშაობს – იზიდავს ადამიანებს შესანიშნავი ხინკლით, ქართული ტრადიციული ცეკვის მაგიპნოტიზირებელი სილამაზით, და გასეირნებით საოცრად მრავალფეროვან რეგიონებში.
არსებობს საქართველოზე ოცნების ასრულების 5 ვარიანტი – გასტრონომიული ტურიდან კავკასიის მთებში ექსპედიციამდე.
ბილიკები გვიხმობენ
პირველი, რაც შეგიძლიათ – გაემგზავროთ საფეხმავლო ექსპედიციაში მთებში World expedition-ის გიდებთან ერთად.
უახლოეს დროში World expedition აამოქმედებს ახალ მარშრუტს სახელად „ამიერკავკასიური ბილიკი“. ეს იქნება 3000 კილომეტრის სიგრძის ტრასა საქართველოს, სომხეთის, და აზერბაიჯანის გავლით, და შემოთავაზებულ იქნა 4 თვის წინ.
ძალიან მალე კომპანია დაიწყებს ექსკურსიებს კავკასიის ყველაზე საინტერესო ადგილებში, ამჟამად კი ტარდება ექსპედიციები „ამიერკავკასიური ბილიკის“ ქართულ ნაწილში.
სოფლებში მოგზაურობა ცხენებით
ვისაც სურს ახლოდან გაიცნოს ქართველი გლეხების და მწყემსების ცხოვრება, შეუძლიათ ისარგებლონ ფირმა Caucasian adventure-ს მომსახურეობით.
10-დღიან ტურში შედის ცხენით გასეირნება 8 დღის მანძილზე – დღეში 5-7 საათი. მოგზაურები გაისეირნებენ ტყეებში და მთებში, მოინახულებენ ადგილებს, რომლებსაც იშვიათად სტუმრობენ ტურისტები – ამიტომაც არის ეს მარშრუტი საოცრად თავისებური. მაღალმთიანი სოფლები და მონასტრები – ეს არის საქართველოს შეგრძნების ერთ-ერთი შესაძლებლობა.
სვანეთის მიმართულებით მოგზაურობისას ტურისტები გაივლიან ისეთ ქალაქებს, როგორც თბილისი და ქუთაისი, ნახავენ ჩანჩქერებს და მყინვარწვერებს, ავლენ 4 კილომეტრის სიმაღლეზე თეთნულდის მთაზე, და ჩამოვლენ შორეულ სოფელ ოდიშში, სადაც მისვლა შეიძლება მხოლოდ ფეხით.
ეს ყველაფერი მოხდება მანამ, სანამ ტურისტული ჯგუფი ჩავა მესტიაში და უშგულში – საქართველოს ორ ყველაზე ცნობილ ტურისტულ წერტილში.
საბჭოთა არქიტექტურა
ბრიტანელი ფოტოგრაფი ჯეიმს კერვინი აქტიურად მუშაობს საქართველოში და იღებს სურათებს – მათ შორის მიტოვებულ საბჭოთა კურორტის წყალტუბოსა და ყაზბეგის მთებს.
ამ ფოტოებზე ჩანს საქართველოს ბუნებრივი სილამაზე.
ოქტომბერში კერვინი ჩაატარებს საშემოდგომო სათავგადასავლო ფოტოტურს, რომლიც დროსაც დაეხმარება დამწყებ ფოტოხელოვანებს საქართველოს საუკეთესო ადგილების ფოტოზე აღბეჭდვაზე.
შეიგრძენით საქართველოს გემო
საქართველოს შესწავლის ერთ-ერთი საუკეთეო შესაძლებლობაა გასტრონომიული ტური. შტატებში ქართულ სამზარეულოზე უკვე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ – ლოს-ანჯელესში შესაძლებელია აჭარული ხაჭაპურების შეკვეთა სახლში მიტანით, ნიუ-იორკში კი – სახინკლეში წასვლა.
ტურისტებს შეუძლიათ აირჩიონ მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული კომპანია Interpid-ის ტური „საქართველო და სომხეთი – ნამდვილი გასტრონომიული თავგადასავალი“.
მოგზაურები იცხოვრებენ გესტჰაუსში ყაზბეგში, სადაც დატკბებიან ტრადიციული კერძებით იმათთან ერთად, ვინც ეს კერძები მოამზადა. ასევე ისინი ესტუმრებიან მეღვინეობა „ქინძმარაულს“, სადაც დააგემოვნებენ ადგილობრივ ყველს, და მიიღებენ მონაწილეობას ხინკლის მომზადების მასტერ-კლასში.
საკუთარი თავგადასავლის შექმნა
შესაძლოა, ყველა ეს ტური თქვენთვის უინტერესოა, და თქვენ ხართ მოგზაურთა იმ კატეგორიიდან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ უხმობთ გზა. აქ თქვენ დაგეხმარებათ ტურისტული კომპანია Travelling den.
ეს არის კომპანია, რომელიც გაძლევთ საქართველოში მოგზაურობის საშუალებას, თანაც კომფორტით – ფირმა აქირავებს ავტოტრეილერს და ჯიპს Toyota 4 runners.
“სამზარეულო, ბიოტუელეტი, საკემპინგო ავეჯი, ბარბეკიუ, კარვები და საძილე ტომრები – ეს ყველაფერი შეგიძლიათ იქირაოთ. თუ გსურთ ჩახვიდეთ შავ ზღვაზე და დაათვალიეროთ ვაშლოვანის კანიონები – ეს არის ამის სწრაფად გაკეთების საუკეთესო საშუალება.
თანაც ამ გზაზე დაინახავთ კიდევ ძალიან ბევრ საინტერესოს“ – წერს გამოცემა Forbes.
Commersant.ge