ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
FOREST MANS RANCH-ი წლის ბოლომდე კოტეჯების დამატებას გეგმავს
14 აგვისტო, 2023

ტურისტული ობიექტი Forest man’s ranch მიმდინარე წელს კოტეჯების დამატებას აპირებს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ რანჩოს დამფუძნებელმა, ალექსი მაისურაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დრომდე ობიექტი ძირითადად საცხენოსნო ტურებით იყო დაკავებული, თუმცა წელს Forest man’s ranch-ის ტერიტორიაზე ერთი კოტეჯი განთავსდა, რასაც წლის ბოლომდე კიდევ ორი კოტეჯი უნდა დაემატოს.

"ცხენები დაახლოებით 15 წელია მყავს, ტურიზმით კი 10 წელია დაკავებული ვარ.ამჟამად საშუალო დატვირთვით ვმუშაობთ, ვინაიდან ინფრასტრუქტურა სრულად არ არის მოწყობილი.

კოტეჯი სულ რამდენიმე დღის წინ გავხსენით და ამ ეტაპზე, სტუმრად  მხოლოდ ქართველი დამსვენებლები გვყავდა. რაც შეეხება საცხენოსნო ტურიზმს, ძირითადად უცხოელი მომმხარებლები გვყავს, რომლებიც მეტწილად ევროპის ქვეყნებიდან არიან."-აცხადებს მაისურაძე.

როგორც რანჩოს დამფუძნებელი აღნიშნავს,  Forest man’s ranch-ის ტერიტორიაზევე იგეგმება მარნის განთავსებაც, რომელიშიც უკვე 140 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მარანში წარმოებული ღვინო კი Forest man’s ranch-ის ბრენდის ქვეშ იქნება წარმოდგენილი და მისი შეძენა ამ ეტაპზე, მხოლოდ მარანში იქნება შესაძლებელი.

ამას გარდა, მოთხოვნიდან გამომდინარე, იგეგმება აუზის მოწყობაც.

საბოლოო ჯამში ობიექტი მარანს, ცხენების თავლას, აუზსა  და კოტეჯებს გააერთიანებს.

ცნობისთვის, Forest man’s ranch თელავში, სოფელ ვარდისუბანში მდებარეობს და მომხარებელს საცხენოსნო ტურიზმს, ღვინოსა და ადგილზე დასვენების შესაძლებლობას სთავაზობს.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.