ფოთს 2017 წლის მაისის თვიდან 400-მდე საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია,რაც 25%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ინფორმაციას ფოთის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მათი განცხდებით მოგზაურთა შორის უფრო მეტად, რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები ჭარბობდნენ,ასევე ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებიდანაც.
„ტურისტებს ვაწვდით ინფორმაციას ადგილზე რისი ნახვა შეუძლიათ.ძირითადად მათი ინტერესის ობიექტი კოლხეთის ეროვნული პარკია,სადაც მათ ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორის ხეობაში, სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას (ბერდვოჩინგს) და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.“_ განაცხადა ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა მადა გეგენავამ.
კოლხეთის ეროვნული პარკი 1998 წლიდან ფუნქციონირებს, პარკი შექმნილია კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და გადარჩენის მიზნით.
ipress.ge