ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ფოთს ზაფხულიდან საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი ექნება
05 მარტი, 2018

ფოთს საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი ზაფხულიდან ექნება. სტადიონი 6 000 მაყურებელზეა გათვლილი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1,863 მლნ ლარია.

ამ დროისთვის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

სტადიონი წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც, ადგილობრივ ფეხბურთელებს წვრთნების გავლა და თამაშების ჩატარება სხვა მუნიციპალიტეტის საწვრთნელ ბაზაზე უწევდათ.

მიმდინარეობს ტრიბუნების მშენებლობა, სტადიონის შიდა და გარე კომუნიკაციებით უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტის გასახდელები, საშხაპეები, ლოჟა და ავტოსადგომი. ასევე, მოასფალტდება სტადიონის მისადგომები.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.