ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ფრენების აკრძალვის შემდეგ, საქართველოს საზღვარი რუსეთის 92,066-მა მოქალაქემ გადმოკვეთა
31 ივლისი, 2019

2019 წლის ივლისის მეორე და მესამე კვირის განმავლობაში (სანქციების მოქმედება 2019 წლის 8 ივლისს დაიწყო) საქართველოს საზღვარი რუსეთის 92,066-მა მოქალაქემ გადაკვეთა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 17.36%-ით ნაკლებია.

ამ ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი – 85,876 ადამიანი საქართველოში სახმელეთო გზით შემოვიდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ეს რიცხვი, 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2%-ით აღემატება. ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენი იყო ამ ვიზიტორიდან სატრანზიტო მგზავრი, რადგანაც საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარი სომხეთის რესპუბლიკასთან რუსეთის დამაკავშირებელი მთავარი საგზაო არტერიაა.

რაც შეეხება იმ ვიზიტორებს, ვინც საჰაერო გზით (ამ შემთხვევაში სატრანზიტო საჰაერო გზით) შემოვიდნენ საქართველოში, მათი რაოდენობა სულ 6,190-ს შეადგენდა, რაც 2018 წელს არსებულ 27,180-თან შედარებით 77%-ით ნაკლებია.

რამდენიმე დღის წინ TBC Research-მა რუსული ტურისტული ემბარგოს შესახებ ახალი მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის მიუხედავად, 2019 წელი საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის კლების ნაცვლად ზრდით დასრულდება.

“ჩვენი პირველადი შეფასება, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში ტურიზმის 5%-იანი ზრდა იქნება ქვეყანაში, რეალისტურად გამოიყურება,”- ნათქვამია მიმოხილვაში.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.