მთაწმინდაზე, ფუნიკულიორის ფერდობზე შესაძლოა ქართულ-ინგლისური წარწერა თბილისი/TBILISI განთავსდეს. ინიციატივით თბილისის მერიას მოქალაქემ მიმართა.
„ჩვენი თანამოქალაქე გვთავაზობს ფუნიკულიორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა TBILISI, დაახლოებით ისე როგორც Hollywood-ის წარწერაა. ვფიქრობ, ქალაქის მიმზიდველ ფონზე წარწერა თბილისი/TBILISI იქნება თვალშისაცემი და მიიქცევს ტურისტების ყურადღებას", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ამ საკითხს განიხილავს მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭო, რამდენადაც მთაწმინდის მთა ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს.
www.travelingeorgia.ge