ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„გაატარე ზაფხული საქართველოში“ – FACEBOOK-ში სოციალური კამპანია დაიწყო
24 ივნისი, 2019

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომ ერთი მხრივ შეჩერდეს ფრენები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მეორე მხრივ, ტუროპერატორებმა შეაჩერონ ტურები მეზობელ ქვეყანაში, სოციალურ ქსელში საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა და სოციალური კამპანია დაიწყო.

შექმნილია ჯგუფი კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში / Spend your summer in Georgia“, რომლის მიზანია ქვეყნის პოპულარიზაციას შეეწყოს ხელი.

„ვეხმიანებით მიმდინარე მოვლენებს, რაც უკავშირდება ქვეყნის ტურისტული იმიჯის საფრთხის ქვეშ დაყენებას, და გვსურს მოგიწოდოთ დავიწყოთ აქტიური სოციალური კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში / Spend your summer in Georgia“ კამპანიის მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყნის პოპულარიზაციას, მოვიზიდოთ ტურისტები და დავანახოთ მსოფლიოს, ქვეყნის რეალური ტურისტული პოტენციალი. კამპანიის განმავლობაში აქტიურად გავაზიაროთ ქვეყნის საიმიჯო ვიდეო რგოლები და ბლოგ-პოსტები ჰეშთეგით #spendyoursummeringeorgia“,- ნათქვამია ჯგუფის აღწერაში, სადაც უკვე გაწევრიანებულია 37 ათასზე მეტი ადამიანი.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.