გაეცანი რაჭის ეთნოკულტურას - ამბროლაურში ფესტივალი „შემოდგომის ფერები” გაიმართება
ამბროლაურში, კულტურის ცენტრის პარკის ტერიტორიაზე 29 სექტემბერს რეგიონალური ფეტივალი "შემოდგომის ფერები" გაიმართება.
ფესტივალი „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაცია“ და „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს-ცენტრის“ მხარდაჭერით იმართება. მოეწყობა ეთნო კუთხე, მოეწყობა საწნახელი, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა იქნებათ მონაწილეობა მიიღონ ღვინის დაწურვის, არყის გამოხდისა და ჩურჩხელების ამოვლების პროცესში. გამოიფინება რეგიონში წარმოებული ხელოვნების ნიმუშები (ნახატები,ხის და თექის ნაწარმი,სურათები და ა.შ); მოეწყობა სპორტული აქტივობები (მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჭიდი, შაში). საღამოს დაასრულებს კონცერტი.
www.travelingeorgia.ge