ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გაერო: საერთაშორისო ტურიზმი 2023 წლამდე პანდემიამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება
02 ივლისი, 2021

საერთაშორისო ტურიზმი 2023 წლამდე პანდემიამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება. ამასთან, ტურიზმის შემცირების სტაგნაცია დასავლეთის ზოგიერთ ბაზარზე, მთლიანობაში, 2.4 ტრილიონ დოლარამდე ზარალს მიაღწევს - ამის შესახებ „როიტერსი“ გაერო-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ვაქცინაციას საერთაშორისო ტურისტების მიმართ ნდობის აღდგენაში გადამწყვეტი როლი აქვს, რაც მრავალი ქვეყნის და, განსაკუთრებით, კუნძულების ერთადერთი „მარჩენალია“.

UNCTAD-ის და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს, საერთაშორისო ვიზიტების მაჩვენებელმა 73%-ით იკლო 2019 წელთან შედარებით, რამაც გლობალურად ტურიზმის და მასთან დაკავშირებული სექტორების $2.4 ტრილიონი დოლარის ზარალი გამოიწვია.

მოხსენებაში, ასევე, მოცემულია რამდენიმე სცენარი, რაც შესაძლოა, 2021 წელს მოხდეს. ერთერთი ვერსიით, წელს საერთაშორისო ტურიზმის მაჩვენებლის კლება 75-დან 63%-მდე ივარაუდება, რის შედეგადაც სექტორის ზარალი $1.7-დან $2.4 ტრილიონამდეა მოსალოდნელი.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.