ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აღმასრულებელ საბჭოში მისაღებად საქართველოს კანდიდატურას განიხილავს
09 ოქტომბერი, 2018

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აღმასრულებელ საბჭოში მისაღებად საქართველოს კანდიდატურას განიხილავს.

ინიციატივა ბუდაპეშტში ტურიზმისა და ციფრული ტრანსფორმაციის საერთაშორისო კონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ წამოაყენა.

აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციას დაესწრო გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, ღონისძიებაში მონაწილეობდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.