ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„გაიცანი საქართველო“ - ფშავ-ხევსურეთის ტურისტულ პოტენციალს ქართველი ჟურნალისტები გაეცნენ
19 ივლისი, 2018

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფშავ-ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური მოეწყო.

ფშავ-ხევსურეთში სამდღიანი ტური პრესტური კამპანია “გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში გაიმართა. 

პრესტურში მედიასაშულებების 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ტურის პირველ დღეს ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ფშავში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი და სახლო, ასევე სოფელ ჩარგალში ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთები დათვალიერეს.

მოეწყო ხინკლის მასტერკლასი და დამბალ-ხაჭოს დეგუსტაცია. ჟურნალისტები ასევე ესტუმრნენ სოფელ კორშას, სადაც ეთნოგრაფიული მუზეუმი - კოშკი და საზაფხულო სკოლა “არტ ჰაუსი” დაათვალიერეს. 

შატილისკენ გზად დათვისჯვრის უღელტეხილი, ლებაისკარის კოშკი მოინახულეს. 

მედიის წარმომადგენლები შატილიდან სოფელ მუცოში გაემგზავრნენ, გზად ანატორის აკლდამები და რეაბილიტირებული მუცო დაათვალიერეს.

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.