ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა მხარეს ეცნობიან.
პროექტ „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში ქუთაისის და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლისათვის 2-დღიანი პრესტური, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაიმართა.

ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ქუთაისში ბაგრატი, გელათი, მოწამეთა, სათაფლიის ნაკრძალი და ოკაცეს კანიონი დაათვალიერეს, ეწვივნენ ზ.ფალიაშვილის მუზეუმს და ოქროს ჩარდახს დატურიზმის საინფორმაციო ცენტრს.
პრესტურში მედიასაშულებების 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.


.jpg)



www.travelingeorgia.ge