ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გალაქტიონის მარანი: შემცირებული მოთხოვნის გამო, დიდი რაოდენობით ღვინოს აღარ ვაწარმოებთ
01 სექტემბერი, 2023

"გალაქტიონის მარანს" ღვინის გაყიდვები შეუმცირდა, მიზეზი ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონია, რომლის შედეგადაც საზოგადოება უპირატესობას პირველადი მოხმარების პროდუქტებს ანიჭებს. 

როგორც  „გალაქტიონის მარნის“ დამფუძნებელი ლარისა ბახსოლიანი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მარანი ამ  ეტაპზე ძალიან მცირე რაოდენობის ღვინოს აწარმოებს.

მისი ინფორმაციით, მარანს 300 წლის ისტორია აქვს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ ეტაპზე, "გალაქტიონის მარანი" სამი სახის ღვინოს აწარმოებს, ესენია- რქაწითელი, მანავის მწვანე და საფერავი.ეს უკნასაკნელი კი მარნის დამფუძნებლის ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. 

"საწყის ეტაპზე საკმაოდ დიდი რაოდენობის ღვინოს ვაწარმოებდით, ხშირად გამოფენებსა თუ სხვადასხვა ღონისძებებზეც დავდიოდით.

ადრე, როდესაც დიდი რაოდენობით ღვინოს ვაწარმოებდით, ჩვენს ვენახთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის ყურძენსაც ვიმატებდით, თუმცა დღევანდელი მდგომარეობის გამო, სხვის ყურძენს აღარ ვიმატებთ და მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებას ვახდენთ. შესაბამისად, ექსპორტზეც აღარ გაგვაქვს. „-აცხადებს ბახსოლიანი.

მისივე ცნობით, მარნის მოწყობა და რესტავრაცია, დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. როგორც ბახსოლიანი აღნიშნავს, მხოლოდ ქვევრის დამუშავება, დაახლოებით 60 ათასი ლარის ღირებულების იყო.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მარნის დამფუძნებლის განმარტებით, სამომავლო პერსპექტივაში კომპანია  ღვინის ხაზის მეტად გააქტიურებასა და განვითარებას გეგმავს. 

ცნობისთვის, მარანი თელავის რაიონში, სოფელ ვარდისუბანში მდებარეობს. პანდემიამდელ პერიოდში გაიხსნა და ბაზარზე 3 წელია ოპერირებს. მარანი 300 წლისაა, სადაც მომხმარებელს სამი სახის ღვინოს სთავაზობენ, ესენია რქაწითელი, საფერავი და მანავის მწვანე.

აღსანიშნავია, რომ მარანს საკუთარი სასტუმროც აქვს, რომელიც 5 ნომრისაგან შედგება და ასევე რესტორანი.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.