"გალაქტიონის მარნის" მენეჯმენტი, კომპლექსში არსებულ რესტორანს მზის ენერგიაზე გადაიყვანს
"გალაქტიონის მარნის" მენეჯმენტი, კომპლექსში არსებული რესტორნის მზის ენერგიაზე ამუშავებას გეგმავს.
როგორც მარნის დამფუძნებელი ლარისა ბახსოლიანი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, მენეჯმენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ რესტორნის ელექტროენერგიით მომარაგება საკმაოდ ძვირია,რაც საბოლოო ჯამში, კომპანიის ხარჯს ზრდის.
მისი ინფორმაციით, სასტუმრო 5 ნომრისგან შედგება, რაც შეეხება მომხმარებლებს, კომპლექსს ძირითადად ადგილობრივები სტუმრობენ.
"რაც შეეხება საერთაშორისო სტუმრებს, ისინი უმეტესწილად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან. პანდემიის დაწყების შემდეგ ფასების შემცირება მოგვიწია, რაც ამჟამადაც გრძელდება. ამას კი იმის ხარჯზე ვუმკლავდებით, რომ მარანში ჩვენვე ვართ დასაქმებულები და არ გვყავს დაქირავებული კადრი, რომლისთვისაც ხელფასის გადახდა მოგვიწევდა," -აცხადებს ბახსოლიანი.
სასტუმროს დამფუძნებელი აცხადებს, რომ პროექტში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ცნობისთვის, საოჯახო ბიზნესი „გალაქტიონის მარანი“ თელავის რაიონში, სოფელ კონდოლში მდებარებს და სტუმრებს მესამე წელია მასპინძლობს.
business-partner.ge