ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„გალერია თბილისში“ 90-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება
03 აგვისტო, 2018

მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ წლის ბოლომდე 90 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება. სასტუმრო კომპლექსის ბოლო სართულზე განთავსდება.

საპარტნიორო ფონდში ამბობენ, რომ  წლის ბოლომდე დასრულდება ასევე საოფისე ფართების მშენებლობა. 2019 წელს, კი არსებულ პროექტს შეემატება მინიმუმ 250 სტუმარზე გათვლილი ჰოსტელი.

„გალერეა თბილისი“  თავისუფლების მოედანზე ძველი უნივერმაღის შენობის ადგილას გაიხსნა. თანაინვესტირების ფონდმა პროექტში 97 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო.

9 სართულიანი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი, რომლის საერთო ფართი 65, 000 მ²-ს შეადგენს, აერთიანებს 100-მდე მაღაზიას, ბოულინგ და ბავშვთა გასართობ ცენტრებს, სერვისისა და კვების ობიექტებს, თავისუფალ “ და „ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ “ თეატრებს. ამასთანავე, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შენობაში ინტეგრირებულია მეტროსადგური თავისუფლების მოედანი, რაც საგრძნობლად ამარტივებს სავაჭრო ცენტრში მოხვედრას.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.