როგორც bm.ge-სთვის ცნობილი ხდება, „გალერია თბილისში“ სასტუმრო მიმდინარე წლის მაისში გაიხსნება. 80-ნომრიანი სასტუმრო სავაჭრო ცენტრის ორ, მე-6 და მე-7 სართულებზე განთავსდება.
პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 7 მილიონი დოლარია.
სავაჭრო ქსელში განთავსდება ჰოსტელიც, რომელიც 200 ადამიანის მიღებას შეძლებს. ჰოსტელის გახსნა 2019 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.
„გალერია თბილისის“ მშენებლობაში „თანაინვესტირების ფონდმა“ 100 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი, რომლის საერთო ფართი 65, 000 მ²-ს შეადგენს, აერთიანებს 100-მდე მაღაზიას, ბოულინგ და ბავშვთა გასართობ ცენტრებს, სერვისისა და კვების ობიექტებს, თავისუფალ “ და „ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ “ თეატრებს, სუპერმაკეტს. შენობაში ინტეგრირებულია მეტროსადგური თავისუფლების მოედანი.