ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მაისის ბოლოს გალერია თბილისში სასტუმრო “რადიუსი” გაიხსნება
10 მაისი, 2019

გალერია თბილისში 78 ნომრიანი სასტუმრო რადიუსი დასრულების ეტაპზეა და მაისის ბოლოს მისი გახსნა იგეგმება. როგორც საქმის კურსში საუბრისას თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე ნომრების და საერთო ფართების დასუფთავების პროცესი მიმდინარეობს.

სასტუმრო საშუალო სეგმენტზე იქნება გათვლილი და ბაზარზე ეს გამოგვარჩევს, რადგან რუსთაველის გამზირზე ძირითადად პრემიუმ კლასზე გათვლილი სასტუმროებია განთავსებული. ჩვენი სასტუმრო სამ და ოთხ ვარსკვლავს შორის იქნება, – განაცხადა ებრალიძემ.

მისივე თქმით, სასტუმროს გარდა, წლის ბოლოს შენობაში ჰოსტელის გახსნაც იგეგმება, რომელიც დაახლოებით 200 სტუმარზე იქნება გათვლილი.

ჰოსტელის გახსნით გალერია თბილისის განვითარება სრულდება, თუმცა კიდევ ერთ ალტერნატივად ავტომობილების პარკინგის გაზრდის საკითხია, მაგრამ ჯერ ამაზე კონკრეტული პროექტი არ არსებობს, – განმარტა ცოტნე ებრალიძემ.

გალერია თბილისის გასახსნელად თანაინვესტირების ფონდმა 100 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

BM.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.