ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღამის ეკონომიკის სტრატეგიაზე ინტერესთა გამოხატვა მეორედ ცხადდება
10 აპრილი, 2019

მომდევნო კვირაში ღამის ეკონომიკის სტრატეგიაზე ინტერესთა გამოხატვა მეორედ გამოცხადდება. ამის შესახებ „კოემერსანტს“თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ამჯერად კონკურსში მონაწილე კომპანიები უფრო მზად არიან ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილონ. პირველ ჯერზე, ინტერესთა გამოხატვა სწორედ სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის გამო არ შედგა.

„პირველად კონკურსი გასული წლის ბოლოს გამოვაცხადეთ და, სამწუხაროდ, ჩავარდა, რადგან კომპანიებმა გარკვეული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს. მაგალითად, ჰქონდათ ვალდებულება უცხეთიდან მოეწვიათ ექსპერტი, რომელსაც ღამის ეკონომიკაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდა. ეს ვალდებულება ვერ შეასრულეს, ზოგიერმა მონაწილე კომპანიამ კი შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა. ახლა უკვე მათთან გავიარეთ მთელი რიგი პრობლემური პუნქტები და როგორც ვიცით, უკვე მზად არიან მონაწილეობისთვის. შესაბამისად, ველოდებით, რომ ამჯერად ინტერესთა გამოხატვა შედეგება და გვეყოლება ის გამარჯვეული კომპანია, რომელსაც  ღამის ეკონომიკის სტრატეგიული დოკუმენტის შექმნა დაევალება“,- განმარტავს ანდრია ბასილაია.

კითხვაზე, ამ დოკუმენტის არქონა ხომ არ არის განაპირობებს იმ ფაქტს, რომ რეალურად ღამის თბილისი არ ვითარდება და პროექტებიც ნელი ტემპით ხორციელდება – ბასილაიამ დაგვიდასტურა, რომ აღნიშნული მნიშნლოვან გალენას ახდენს:

„ზოგადად ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ ღამის ეკონომიკის კუთხით, მათ შორის ხმაურის მიმართულებით ვიმუშავეთ, ტრანსპროტის და ა.შ. თუმცა გეთანხმებით, შესაბამისი დოკუმენტაცია რომ არ არის, ეს ახდენს თავისებურ გავლენას“.

დეტალების დასაზუსტებლად, ჩვენ შევეცადეთ თავად ღამის ეკონომიკის ხელმძღვანელს სერგი გვარჯალაძესაც გავსაუბრებოდით, მაგრამ მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.