ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გამყრელიძე: ფესტივალებზე დამსწრე ადამიანების რაოდენობა 100-მდე უნდა შემცირდეს
10 აგვისტო, 2021

ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციაა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ფესტივალებში მონაწილე ადამიანთა რაოდენობა.

“ფესტივალებზე დაშვებული ადამიანების რაოდენობა უნდა განისაზღვროს მაქსიმუმ 100 კაცით. ამასთან, დაცული უნდა იყოს 1.5 მ-იანი დისტანცია. რეკომენდებულია ასევე დამსწრეები იყვნენ ორჯერადად აცრილი ან ბოლო 72 საათში ჩატარებული ქონდეთ PCR/სწრაფი ტესტი ბოლო 24 საათში. ამ ყველაფერთან ერთად, უნდა ატარონ პირბადე. ეს არის ჩვენი რეკომენდაცია და არა რეგულაცია, თუმცა ვფიქრობ გარკვეული პერიოდის განავლობაში ეს საკითხი განხილული იქნება,“ – აღნიშნავს გამყრელიძე.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.