ვებგვერდზე HushHush გამოცხადებულია ვაკანსია მოგზაურზე, რომლის მოვალეობაშიც მდიდრული მანქანების, გემების ტესტირება და კერძო კუნძულებზე გამგზავრება შევა. ამის შესახებ News.com.au.იუწყება.
„ვეძებთ ადამიანს, რომელიც შეძლებს შეამოწმოს მდიდრული ნივთები და შეაფასოს მათი ხარისხი, ვიდრე მათ გასაყიდად გაიტანენ. მას მოუწევს ბევრი იმოგზაუროს კერძო კუნძულებისა და უძრავი ქონების შესამოწმებლად მსოფლიოს მასშტაბით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვაკანსიის პირობების თანახმად, წარმატებული კანდიდატის წლიური ხელფასი 98 ათასი დოლარი იქნება, რაც თვეში 8177 დოლარია.
HushHush-ი, რომელსაც სხვანაირად მილიონრების Amazon-საც უწოდებენ, 29 წლის ბრიტანელმა აარონ ჰარპინმა შექმნა.
„ჩვენი ვებგვერდის მიზანია მილიონრებს შევთავაზოთ ყველაფერი, რაც საჭიროა და გავხდეთ მთავარი მაღაზია, სადაც შეძლებულები შეიძენენ მსოფლიოში საუკეთესო ნივთებს“, – განაცხადა ჰარპინმა.
imedinews