ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გამორჩეული არქიტექტურული შენობა დედაქალაქის ცენტრში, რომლის ახალი სიცოცხლე წლებია ვერ დაიწყო (ფოტოები)
09 თებერვალი, 2021

დედაქალაქის ცენტრში წლებია, ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული არქიტექტურული შენობა უფუნცქიოდაა დარჩენილი. საუბარია კოსტავას 65 ნომერში არსებულ უძრავი ქონებაზე, სადაც წარსულში ნავთობისა და გაზის კორპორაცია იყოს მდებარეობდა. აღსანიშნავია, რომ წლებია შენობის განახლებას შპს შპს „კენ.კონსტრაქშენ“ გეგმავს თუცა შენობის ახალი სიცოცხლე ამ დრომდე არ დაიწყო.

არქიტექტურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, „კომერსანტმა“ გაარკვია, რომ პროექტი მრავალფუნქციური შენობის მოწყობას გულისხმობს. კერძოდ არსებული 5 სართულიან შენობაზე კაპიტალური გამაგრების შემდეგ, ერთ-ნახევარი სართულის დაშენებაა დაგეგმილი. ასევე პროექტის მიხედვით, ეზოს მხრიდან სასტუმრო ფუნქციის შენობის მიშენება იგეგმება. მიწისქვეშ 2 დონიანი, 22 ავტომანქანაზე გათვალისწინებული ავტოსადგომი მოწყობაა განსაზღვრული. განმარტებითი, ბარათის მიხედვით შენობის პირველ სართულზე კომერციული, საოფისე და სასტუმროს საერთო სარგებლობის ფართები განლაგდება, დანარჩენ სართულებზე არსებულ შენობაში საცხოვრებელი ბინები, ხოლო საპროექტო შენობაში სასტუმროს ნომრები.

შპს „კენ.კონსტრაქშენ“-მა „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველო“-ს კუთვნილი უძრავი ქონება კოსტავას 65-ში და მისი მომიჯნავე ნაკვეთები 2016 წელს შეიძინა. სწორედ ამ დროიდან ცდილობს კომპანია ძველი შენობა თანამედროვე მრავალფუნქციურ კომპლექსად აქციოს.

როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია ფინანსური პრობლემების გამო მშენებლობის ნებართვის ვადა კომპანიას 2020 წლის ივლისში გაუვიდა, თუმცა შპს „კენ.კონსტრაქშენ“-მა მშენებლობის ვადის გახანგძლივება ისევ ორი წლით, 2022 წლის ივლისამდე მოითხოვა. მოთხოვნა თბილისის არქიტექტურის სასახურმა დააკმაყოფილა, მაგრამ მშენებლობა კოსტავას 65- ში ამ დრომდე არ დაწყებულა.

შპს „კენ.კონსტრაქშენ“- ის 100 პროცენტი წილის მფლობელი ლადო წერეთელი გვეუბნება, რომ პროექტი ამ ეტაპზე გაჩერებულია. მიუხედავად იმის, რომ ინვესტორი არსებობს "კომერსანტის" კითხვაზე როდის დაიწყება მრავალფუნქციური პროექტის მშენებლობა ლადო წერეთელს პასუხის გაცემა უჭირს.

„გვყავს ინვესტორი თუმცა პროექტი შეჩერებული, როდის დავიწყებთ მშენებლობას რთული სათქმელია. ჯერ სამწუხაროდ კონკრეტულად ცნობილი არაფერია“, - განუცხადა „კომერსანტს“ ლადო წერეთელმა.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.