ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„გამორთეთ მაცივრები და გექნებათ ელექტროენერგიაო, ჯერ თვითონ გამორთონ მაინინგები, უბრალო ხალხს არ გვაქვს“- მესტიაში ზამთრის სეზონი ჩავარდა?!
29 იანვარი, 2024

„წელს მესტიაში ზამთრის ტურისტული სეზონი საერთოდ არ ყოფილა“ - ამის შესახებ „კომერსანტს" საოჯახო სასტუმრო „ამირანის“ მეპატრონემ თეო ვაჭარაძემ უთხრა, მისი თქმით მიზეზი უშუქობა და გზების მოუწესრიგებლობაა. როგორც ვაჭარაძე აღნიშნავს მესტიის ნახევარს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

„არ არის გზა, არ არის შუქი, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, უშუქობის მიზეზი რა არის არ ვიცი, ნახევარ მესტიას აქვს შუქი, ნახევარს არა, ვისაც შუქი აქვს გვეუბნება, რომ მათ ხაზზე დატვირთულობა ნაკლებია და ცოტა მომხმარებელი ჰყავს, მეორე ხაზს დიდი დატვირთვა აწვება, ამიტომ ხშირად ქრება. 

ადგილობრივი ხელისუფლებიდან ჯერ არ მინახავს, რომ ვინმეს რამე ეღონოს, მერიამ გვითხრა ნაკლები დენი მოიხმარეთო, გამორთეთ მაცივრები და გექნებათ ელექტროენერგიაო. როგორ წარმოგიდგენიათ შუქის გამორთვა, ჯერ თვითონ გამორთონ მაინინგები, უბრალო ხალხს მაინინგები არ გვაქვს, ვისაც აქვს ეტყობა.“ - აღნიშნა თეო ვაჭარაძემ. 

ვაჭარაძე ასევე აღნიშნავს, რომ მესტიაში, მასაც, როგორც ყველას ვინც ტურიზმის სფეროშია ჩართული საბანკო ვალდებულებები აქვთ და იმედებს ტურისტულ სეზონზე ამყარებდნენ. 

„ზოგადად მესტიაში ზამთარში იყო ხალხი. წელს საბაგიროებიც მუშაობს, სასრიალო ტრასებიც მოწესრიგებულია, თუმცა ტურისტები არ არიან, მახსოვს იყო სეზონები როდესაც საბაგიროებთან რიგები იდგა, წელს 2-3 კაცია"- აღნიშნა თეო ვაჭარაძემ.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.