განახლებული ეროვნული გალერეა ორი დიდი მხატვრის - ნიკო ფიროსმანაშვილისა და ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა
განახლებული ეროვნული გალერეა გაიხსნა. ერთ საგამოფენო სივრცეში ორი დიდი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილისა და ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებებია გამოფენილი.
ირაკლი ფარჯიანი
გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნული გალერეის ფონდებსა და კერძო კოლექციებში დაცული ირაკლი ფარჯიანის 80 ნამუშევარი: ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია. მათი ნაწილი კი (30 ნამუშევარი) პირველადაა ექსპონირებული. გამოიცემა გამოფენის თანმხლები კატალოგიც
ირაკლი ფარჯიანი მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი მასშტაბური ფიგურაა, 1980-იანი წლებიდან პოსტსაბჭოთა ქართული მხატვრობის ლიდერია, რომელმაც განსაზღვრა თაობის პოზიცია, სტილი და მიმართულება. ირაკლი ფარჯიანის შემოქმედება 17 წელს მოიცავს. იგი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართულ ხელოვნებაში ირაკლი ფარჯიანს უკავშირდება რელიგიური მხატვრობის გაწყვეტილი ტრადიციის რეაბილიტაცია. 80-იანი წლების ქართულ მხატვრობაში მან თანამედროვე ხელოვნების ნაკადი, აბსტრაქციისა და ფორმის მოდიფიკაციის საკუთარი სქემა შემოიტანა. ირაკლი ფარჯიანი უნიკალური მხატვარი იყო, რომელმაც შეძლო ქართულ ხელოვნებაში ტრადიციული და თანამედროვე კულტურული სისტემების გაერთიანება.
ირაკლი ფარჯიანი ნიკო ფიროსმანის პრემიის ლაურეატია.
ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანი) ნამუშევრების განახლებული ექსპოზიცია
რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის ნახეთ ამ ბმულზე.
imedinews.ge