განახლებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი იანვრიდან გაიხსნება. როგორც “საქმიან დილაში” TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ განაცხადა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება, რომელშიც 17 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, უკვე დასრულდა.
“ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ტერმინალის მშენებლობას მოვრჩით და იანვრის შუა რიცხვებიდან მისი გახსნა და დატვირთვა გვინდა. არიან კომპანიები, რომლებსაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენა სურთ.
15 იანვრიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისების მიღება-გაშვებისთვის მზად ვართ. აპრილ-მაისიდან გარკვეულ ძვრებს და ზაფხულისთვის რეისების და მგზავრების 25%-ის დაბრუნებას ველოდებით", - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.
www.bm.ge