ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გარდამტეხი მომენტი ქართულ ავტოსპორტში - თბილისში მულტიფუნქციური კომპლექსი „ლილო არენა“ მოეწყო
08 ივნისი, 2022

ქართულ ავტოსპორტში გარდამტეხი მომენტია - საქართველოს გზებზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე საავტომობილო სპორტის მოყვარულთათვის დედაქალაქში მულტიფუნქციური კომპლექსი მოეწყო.  „ლილო არენა“ - ასე ჰქვია სივრცეს, რომელიც ქუჩის მრბოლელებს საშუალებას აძლევს ლეგალურ სივრცეში გადაინაცვლონ.

საქართველოს ავტომობილის მართვის აკადემიამ მშენებლობის ნებართვა გასულ წელს მიიღეს და ძირითადი გზის მშენებლობა დაიწყო. კომპანიის დირექტორმა მევლუდ მელაძე გვიყვება, რომ უკვე იანვარში ასფალტის პირველი  პირი დაგებული იყო, აპრილში კი პირველი რბოლა ჩატარდა. შეჯიბრი სახელწოდებით „საქართველოს დრიფტის სერიები“ საქართველოს BMW-ს კლუბმა გამართა.

კომპლექსის მოსაწყობად 91 ათასი კვ მ.-ის ფართობის მიწის ნაკვეთი საავტომობილო სპორტის ფედერაციას თბილისის მერიამ გადასცა. როგორც ავტომრბოლელი ამბობს, უკვე დახარჯულია 1,8 მლნ ლარი. ავტომფლობელებისთვის ერთგვარი სამოთხე კი ისევ განვითარების ეტაპზეა, მევლუდ მელაძე თქმით, პროექტის დასრულებისთვის დამატებით 2 მლნ ლარია საჭირო. იგი გვიყვება, რომ ინვესტორებთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და იმედი აქვს, რომ მულტიფუნქციური სივრცის მშენებლობა დაახლოებით ერთ წელში დასრულდება.

„ერთი ეტაპი უკვე გავიარეთ, ყველაზე რთული და ძვირიანი სარბოლო ნაწილი მზად არის - ტერიტორიაზე 3 კმ-მდე ასფალტის საფარია დაგებული. იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხო შემოღობვა ყველაზე პრიორიტეტულია, მაყურებლების ზონა ერთი მეტრით მაღლა დგას და ბეტონის ჯებირი საზღვრავს, შესაბამისად აბსოლუტურად უსაფრთხო ავტოდრომია. სეზონი სატესტო რეჟიმში აპრილში გავხსენით, რბოლები უკვე გავმართეთ, პარალელურ რეჟიმში კი მიმდინარეობს ბოქსების მშენებლობა. ასევე მიმდინარეობს  საწვრთნელი ქალაქის მოწყობის სამუშაოები, სადაც განთავსდება შუქნიშნები, აღმართები, დაღმართები და სხვა ელემენტები. ვისაც მართვის მოწმობის  აღების სურვილი ექნება, შეძლებს, რომ კომპლექსში ივარჯიშოს. ასევე ნებისმიერ ადამიანს ვისაც სურვილი აქვს შეუძლია მოვიდეს, თუ უნდა აგრესიულად მართოს არ არის პრობლემა. ვინაიდან ეს პროექტი სოციალური დატვირთვისაა მთელი დღის ღირებულება არის 25 ლარი. შეგიძლია შემოხვიდე ივარჯიშო, გაერთო - გაართო სხვა და ა.შ.“, - გვიყვება მევლუდ მელაძე.

მევლუდ მელაძე აცხადებს, რომ პროექტის მასშტაბი გაცილებით დიდი. მისი თქმით, მულტიფუნქციური კომპლექსი ასევე იგეგმება საბავშვო მინიატიურული, მაგრამ მაღალი გამავლობის ქალაქის მოწყობა. ტერიტორიაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სივრცე offroad –თვის განკუთვნილი ზონა იქნება, სადაც მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილების პატრონებსაც შეეძლებათ მოსინჯონ თავიანთი ავტომობილების გამავლობა და მიიღონ დამატებით ინსტრუქტაჟი, გარკვეულ სიტუაციებში როგორ მოიქცნენ. სივრცის გამოყენების შესაძლებლობა ავტოსკოლებს ექნებათ ეს.

აღსანიშნავია, რომ სარბოლო ტრასის მშენებლობა FIA-ს   საერთაშორისო კოდექსის და  დანართების მიხედვით განხორციელდა, რაც უზრუნველვყოთ საერთაშორისო შეჯიბრებების მასპინძლობას. გახდება თუ არა „ლილო არენა“  მსოფლიო ავტოსპორტისთვის მიმზიდველი ადგილი ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.