ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"გარემო" - რაჭაში წვიმიან ამინდებს ტურისტულ სეზონზე გავლენა არ ჰქონია
30 ივნისი, 2023

"მიუხედავად, წვიამიანი ზაფხულისა, ამას ჩვენი ტურისტული ობიექტის მუშაობაზე გავლენა არ ჰქონია და ისეთივე მაღალი დატვირთულობა გვაქვს, როგორიც წინა წლებში", - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში მდებარე კოტეჯების -  „გარემო“ დამფუძნებელმა, თამარ დავითულიანმა განუცხადა.

მისი თქმით, „გარემოს“ მომხმარებლები უფრო მეტად ადგილობრივები არიან, თუმცა მათთან ევროპელი ტურისტებიც ისვენებენ.

„მართალია, მთელი ივნისი წვიმიანია, მაგრამ რაჭაში დასვენებაზე დიდი მოთხოვნაა. წინასწარი ჯავშნებით, ივლისი-აგვისტოს პერიოდში უკვე 70%-იანი დატვირთულობა გვაქვს და ცხადია, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ივნისიც მაღალი დატვირთულობით გამოირჩევა. ამჟამად, უფრო მეტად ქართველი დამსვენებლები გვყავს, თუმცა ზაფხულის მომდევნო თვეებში, ჯავშნები გვაქვს იტალიიდან, გერმანიიდან და შვეიცარიიდან. ძირითადად, ჩვენი კოტეჯების სპეციფიკიდან გამომდინარე, ევროპელი წყვილები გვსტუმრობენ“, - აღნიშნა თამარ დავითულიანმა.

მისივე ინფორმაციით, „გარემო“ ამ ეტაპზე 4 კოტეჯს აერთიანებს. თითო კოტეჯი 2 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა, 4 ადამიანის მიღებაც მარტივად შეუძლია. გარდა ამისა, „გარემოში“ მომხმარებელს თანამედროვე სტანდარტების აუზი და რესტორანიც დახვდება.

შეგახსენებთ, „მე შენთვის სასურველი გარემო ვარ და რაჭაში ვცხოვრობ“ - ამ სლოგანით, ტყუპმა დებმა, თამარ და მირანდუხტ დავითულიანებმა ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში ტურისტული ობიექტი 2017 წელს ააშენეს და მას შემდეგ, „გარემოს“ განვითარება ყოველწლიურად მიმდინარეობს.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.