გარემოს სააგენტო მოსახლეობას: არ შეეხოთ შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყულ დელფინებს
შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების გამორიყვა შესაძლოა დელფინთა მორბილვირუსული ინფექციას უკავშირდებოდეს, – იუნფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტმა წელს შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის არაერთი ფაქტი დააფიქსირა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს.
2017 წელს განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა. მსავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მოსახლეობას ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153
www.bpi.ge