გარკვეული მიკროზონების ყურძენს საწარმოები ვენახის კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ჩაიბარებენ
ქინძმარაულის, ახაშენის, მუკუზანის და ყვარლის მიკროზონების ყურძნის საწარმოებში ჩაბარება ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება.ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ამბობს, რომ ღვინის ხარისხის უზრუნველყოფისთვის, ამ მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა, ღვინის მწარმოებელი სხვა ქვეყნების გამოცდილების მსგავსად, 1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონით განისაზღვრა. 10 ტონზე მეტი რაოდენობის და კადასტრის ამონაწერის გარეშე ჩასაბარებელი ყურძენი კი, შეფასდება, როგორც ჯიშური ღვინის საფერავის მასალა.
კადასტრის ამონაწერის დამოწმების მიზნით, 2019 წლის 1 სექტემბრამდე, მევენახეებმა უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებულ შესაბამის სამსახურებს.
gbc.ge