ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გასტრო ტური რაჭა-ლეჩხუმში
26 ოქტომბერი, 2022

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით რაჭა-ლეჩხუმში გასტრონომიულ ტური გაიმართა.

ტურ-ოპერატორების, ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფებისგან შემდგარი 20 კაციანი ჯგუფი ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს ეწვია.

ტურის მონაწილეებმა ჭრებალო და ღვირიში მოინახულეს. ჯგუფის წევრები ეწვივნენ ღვინის ქარხანას, სადაც რაჭული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ტურის ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი კერძების მასტერკლასი.
ტურ-ოპერატორებმა და მედიის წარმომადგენლებმა საოჯახო ეთნო მუზეუმი დაათვალიერეს, მოინახულეს ღვირიშის ჩანჩქერი.

გასტრო ტურის მიზანია ადგილობრივი სამზარეულოს წარმოჩინება, ადგილობრივი მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურთა ნაკადის გაზრდა რეგიონში, აგრეთვე „გემო-ფესტისთვის“ მომზადებული ტურისტული ინფრასტრუქტურის, საოჯახო სასტუმროებისა და კვების ობიექტების პოპულარიზაციაა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, პირველად რაჭაში, აგვისტოში „გემო ფესტი“ გაიმართა. პროექტის ფარგლებში ფესტივალი სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.