ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"გასტრონომია და ღვინო სწორედ ის ტურისტული პროდუქტი იქნება, რომელიც საქართველოს ახალ რუკაზე გამოაჩენს"
05 თებერვალი, 2024

გასტრონომია და ღვინო ვფიქრობთ, რომ სწორედ ის ტურისტული პროდუქტი იქნება, რომელიც საქართველოს დამატებით, ახალ რუკაზე გამოაჩენს, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველო თავისი ტურისტული პროდუქტებით უკვე ისე პოზიციონირდება მსოფლიოში, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ნიშა შეუძლია დაიკავოს.

„საქართველოს ერთ-ერთი მიმართულება - გასტრონომია და ღვინო ვფიქრობთ, რომ სწორედ ის ტურისტული პროდუქტი იქნება, რომელიც საქართველოს დამატებით, ახალ რუკაზე გამოაჩენს და ძალიან ბევრ მოგზაურს ჩამოიყვანს საქართველოში.

Madrid Fusion არის სინერგია, როგორც მარკეტინგის ისე გასტრონომიის მიმართულებით. ეს არის ასპარეზი ერთის მხრივ იმისთვის, რომ შენი გასტრონომია განავითარო და წარმოადგინო და მეორეს მხრივ, სწორედ ამ განვითარების პროცესში საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო. ეს არის ადგილი, სადაც მთელი წლის ტრენდებია. სწორედ Madrid Fusion-ზე ხდება ხოლმე ცნობილი მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოში რა იქნება გამორჩეული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აქ წარმოდგენა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს პრეტენზიაც და ამბიციაც, რომ მთელ მსოფლიოში ჩვენი გასტრონომია არის გამორჩეული, ევროპული და აზიური გემოების ნაზავი და სწორედ ისეთი კერძები შეგვიძლია შევთავაზოთ, რა თქმა უნდა, სტუმარ-მასპინძლობასთან ერთად, რასაც მოგზაური სხვაგან ვერ ნახავს.

გაზაფხულიდან ჩვენ როგორც გასტრონომიის, ისე სხვადასხვა მიმართულების კამპანიები გვექნება. გასტროტურიზმის პოპულარიზაციისთვის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ღონისძიებებს, მედიებსა და მარკეტინგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამის პარალელურად, ჩვენივე ქვეყანაში ძალიან ბევრი ტურისტული პროექტის, ძალიან ბევრი ახალი რესტორნის და კერძების განვითარება იქნება და ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს პროცესი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას, როგორც გასტროტურიზმის მიმართულებით ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილი“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.