ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 17-18 თებერვალს მესტიაში, კერძოდ სეტის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გასტრონომიულ ფესტივალს -,,გემო ფესტს,“ გამართავს.
„გემო ფესტის“ მიზანია, ხელი მისცეს რეგიონებში გასტროტურიზმის განვითარებას, ქართული სამზარეულოს გამრავალფეროვნებას, ახალი გემოების აღმოჩენას, ქართული "სთრითფუდის" შექმნასა და ბაზარზე დამკვიდრებას, რეგიონებში მცირე ბიზნესის განვითარებას.
ფესტივალზე მოეწყობა კვების სივრცე, გრილის ზონა, სამეწარმეო და, ეგრეთ წოდებული, "Food მარკეტი," ფოტოზონები. გაიმართება სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ბავშვებისთვის, მთელი დღის განმავლობაში დაუკრავს DJ და ორივე საღამო დასრულდება კონცერტით.
ფესტივალის პარტნიორი უწყებები არიან: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, USAID და DMO სვანეთი.