„გაუფრთხილდი ქალაქს“ - თბილისის მერია ახალი სოციალური კამპანიის დაწყებას აანონსებს და ამ მიზნით კონკურსს აცხადებს.
კონკურსი საუკეთესო კონცეფციის გამოვლენას ითვალისწინებს, რომლის ავტორი სარეკლამო კომპანია მას 6 თვის განმავლობაში განახორციელებს. გამარჯვებულ კონცეფციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, სოციალურად აქტიური პირებისგან დაკომპლექტებული კომისია თბილისის მერიასთან ერთად გამოავლენს.
6-თვიანი სოციალური კამპანია მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, სოციალური პასუხისმგებლობის გაღვივებას და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებას.
როგორც პროექტი სწარდგენისას კახა კალაძემ განაცხადა, პროექტი სდაწყებას რამდენიმე წინაპირობა აქვს მერიის მიერ უკვე აღსრულებული პროექტების შენარჩუნებისთვის და შესაბამისი სამსახურების საქმიანობის ეფექტურობის ზრდა და ამაში საჭიროა პასუხისმგებლობის წილი მოსახლეობამაც იგრძნოს.
მისივე თქმით, ხშირია, საერთო სარგებლობის სივრცეში დაფიქსირებული ვანდალიზმის და ქურდობის ფაქტები.
კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წლის მანძილზე მილიონობით ლარი იხარჯება. აღნიშნული სამუშაოების წარმოებას სჭირდება როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსი. გაუფრთხილებლობისა და ვანდალიზმის გამო, საჭირო ხდება სამუშაოების განმეორებით ჩატარება. გარდა ამისა, არსებობს შემთხვევები, როცა მოსახლეობა აბინძურებს ქალაქს, რაც ასევე დამატებითი რესურსის მობილიზებას საჭიროებს. ეს ფაქტები მერის თქმიღ, აფერხებს დედაქალაქის განვითარების პროცესს, რაც აისახება როგორც ქალაქის იერსახეზე, ასევე თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
www.travelingeorgia.ge