2018 წელს სვანეთი გაუმჯობესებელი ინფრასტრუქტურითა და დატვირთული ტურისტული სეზონით შეხვდა. ზამთრის სეზონი აქ ყველაზე გვიან სრულდება და სრიალის მოყვარულ ტურისტებს უფრო მეტი მოტივაცია აქვთ.
სვანეთში „გაეცანი საქართველოს“ ფარგლებში მონაწილეებს ტურიზმის ადმინისტრაციამ უმასპინძლა. კურორტის უცხოელი სტუმრები ამბობენ, რომ აქ მაღალი სტანდარტი, შესანიშნავი ხედი, კარგი ტრასები და სასურველი ამინდია.
„მთის კურორტების განვითარების კომპანიამ'' სვანეთის ხუთ სოფელში მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და დაბა ლენტეხში მცირე ზომის საბაგიროები დაამონტაჟა.
კურორტ თეთნულდზე ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში 185%-ით გაიზარდა, კურორტ ჰაწვალზე კი 166%-ით.
სვანეთში, თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არეალი დეკემბრის ბოლოს გაიხსნა.
თეთნულდზე 5 საბაგიროა - 4 სავარძლის ტიპის, ერთი კი - ბიგელი. კურორტზე 30 კმ-იანი 9 სათხილამურო გზა ფუნქციონირებს დაგათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის.
ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარობს. კურორტზე 7 კილომეტრიანი 5 სათხილამურო გზაა, რომელიც გათვლილია როგორც მოყვარულებისთვის, ასევე პროფესიონალებისთვის. მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო 6 ადგილიანი. საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია. მისი მწარმოებელია მსოფლიოში წამყვანი კომპანია „Doppelmayr”-ი. მესტია-ჰაწვალის საბაგიროს ჰაწვალის სათხილამურო არეალსა და მესტიის ცენტრს ერთმანეთს დააკავშირებს.
www.travelingeorgia.ge