ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გაზარდე გაყიდვები Ehotelspace-სთან ერთად
08 ივნისი, 2021
ციფრული გაყიდვების მართვის პლატფორმა Ehotelspace არის ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც სასტუმროებსა და გესთჰაუსებს სთავაზობს სრულყოფილი ვებ-გვერდის შექმნას. 
 
პერსონალური ვებგვერდი ხაზს უსვამს სასტუმროს უნიკალურობას, ხელმისაწვდომობას და მომხმარებელში ზრდის ლოიალობის შეგრძნებას.
 
პლატფორმა გაძლევთ საშუალებას, დაამატოთ ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორიცაა ინფორმაცია დამატებით მომსახურებებზე, სასტუმროს ფოტოგალერეა, ვიდეო და ნებისმიერი სხვა რამ, რისი გაზიარების სურვილის აქვს სასტუმროს მომხმარებლისთვის.
 
დამოუკიდებელი ვებგვერდის საშუალებით, სასტუმროს აქვს შესაძლებლობა მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციის და მისი სურვილების სრულად დაკმაყოფილების.
 
ვებ-გვერდზე სასტუმროებს აქვთ შესაძლებლობა შესთავაზონ მომხმარებლებს, სეზონური თუ სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებები, რადგან პირდაპირი ჯავშნის სისტემის საშუალებით ბევრად მოქნილები არიან ღირებულებების განსაზღვრისას.
 
Ehotelspace გთვაზობთ: 
 
  • სრულყოფილ ვებ-გვერდს 5 წუთში;
  • ინტეგრაციას Booking.com-თან და სხვა გაყიდვის არხებთან;
  • მრავალფეროვან /ადაპტირებად დიზაინს;
  • ჯავშნების ავტომატურ სინქრონიზაციას;
  • სრულყოფილ რეპორტინგს დროისა და ნომრების ჭრილში;
  • ოპტიმიზაციას საძიებო სისტემებისათვის.
გარდა შიდა ფუნქციების მრავალფეროვნებისა, გაქვთ ინტეგრაციის საშუალება გარე წყაროებთან, როგორიცაა სოციალური მედია, Google Maps, Youtube და სხვა. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Analytics, რათა თვალყური ადევნოთ ვინ  და რა სიხშირით გსტუმრობთ და ვებსაიტზე სოციალური არხების დაინტეგრირებით, საშუალება გეძლევათ მეტი ადამიანი მიიზიდოთ თქვენს გვერდზე და გაზარდოთ თქვენი სასტუმროს ღონისძიებებით დაინტერესება.
 
სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ თვეში მხოლოდ 99 ლარად, გაყიდვებიდან საკომისიოს გარეშე, პირველ თვეს სატესტო რეჟიმი კი სრულიად უფასოა.
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.