ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
GDG ჯგუფი ვანში ოთხვარსკვლავიან სასტუმრო „სურიუმს“ მომავალი წლის ოქტომბერში გახსნის
05 აგვისტო, 2019

GDG ჯგუფი ვანში ოთხვარსკვლავიან სასტუმრო „სურიუმს“ მომავალი წლის ოქტომბერში გახსნის.  როგორც კომპანიის  დამფუძნებელმა ბეჟან წაქაძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, მისი თქმით მონოლითური სამუშაოები უკვე დასრულდა.

„სასტუმრო იქნება ოთხვარსკვლავიანი, პატარა მოცულობის, მასში დაახლოებით 1,5 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. მოგეხსენებათ, რომ ამ ქალაქში სასტუმრო არ არის და ამდენად, საჭიროა, რომ რაც შეიძლება მალე აშენდეს. მიმდებარე ტერიტორიაზე არქელოგიური მუზეუმი აშენდება და  ვანის ნაქალაქარის რეაბილიტაცია დასრულდება. შესაბამისად, ვანში სასტუმროს არსებობა აუცილებელია“, – აღნიშნავს ბეჟან წაქაძე.

მისივე თქმით, სასტუმრო 40 ნომრიანი იქნება. მასში განთავსდება საკონფერენციო, სპორტული დარბაზი და რესტორანი.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.