ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
GDG ჯგუფი: ვანში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
27 მაისი, 2019

GDG ჯგუფი ვანში ოთხვარსკვლავიან სასტუმროს  მომავალი წლის გაზაფხულზე გახსნის.  როგორც კომპანიის  დამფუძნებელმა ბეჟან წაქაძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ამჟამად სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  2 თვეში დასრულდება შავი კარკასი, რომლის შემდეგაც მონოლითური სამუშოების ეტაპი დაიწყება.

„სასტუმრო იქნება ოთხვარსკვლავიანი, პატარა მოცულობის, მასში დაახლოებით 1,5 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდება. მოგეხსენებათ, რომ ამ ქალაქში სასტუმრო არ არის და ამდენად, საჭიროა, რომ რაც შეიძლება მალე აშენდეს. მიმდებარე ტერიტორიაზე არქელოგიური მუზეუმი აშენდება და  ვანის ნაქალაქარის რეაბილიტაცია დასრულდება. შესაბამისად, ვანში სასტუმროს არსებობა აუცილებელია“, – აღნიშნავს ბეჟან წაქაძე.

მისივე თქმით, სასტუმრო 40 ნომრიანი იქნება. მასში განთავსდება საკონფერენციო, სპორტული დარბაზები და რესტორანი.

 

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.