ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
GDG ჯგუფმა ვანში ღვინის ქარხნის და შატოს გახსნა ისევ გადადო
09 მარტი, 2023

GDG ჯგუფმა ვანში ღვინის ქარხანის და შატოს გახსნა გაურკვეველი ვადით გადადო. როგორც კომპანიის ხელმძღანელი ბიძინა წაქაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მიზეზი კომპანიისთვის სხვა პრიორიტეტული პროექტებია, მათ შორისაა, სასტუმროების მშენებლობა იმერეთში.

მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ქუთაისსა და ვანში 2 ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება, კომპანია ღვინის ქარხნის და შატოს პროექტზე მუშაობას გააგრძელებს. როგორც წაქაძე აცხადებს, იმერეთში ორივე სასტუმრო მაქსიმუმ  2024 წლის ზაფხულში გაიხსნება.

ამჟამად კომპანიის საკუთრებაშია 30 ჰექტარი ვენახი, თუმცა, აქ მოყვანილი ყურძენი წარმოებისთვის საკმარისი არ არის, ამიტომ, ქარხანა ყურძენს მოსახლეობისგანაც შეისყიდის. საუბარია, დაახლოებით, 2500 ტონა ყურძნის მიღებაზე.

რაც შეეხება შატოს, მისი მშენებლობა დაწყებულია. ქარხანა დაახლოებით 6 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. პროექტში საწყის ეტაპზე 5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.