ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი გერგეტის სამება ყველასთვის ცნობილი ადგილია საქართველოში, რომლის მიმართ ტურისტული ინტერესი საკმაოდ მაღალია. იგი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარეობს და აერთიანებს სამების გუმბათოვან ტაძარს (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლოსა (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭოს (XV საუკუნე).
აქამდე ამ ადგილამდე მისასვლელი სატრანსპორტო გზა ვიწრო და გრუნტოვანი იყო დაინტერესებულ პირებს მხოლოდ ფეხით, ცხენით ან მაღალი გამავლობის მანქანით შეეძლოთ მისვლა. თუმცა ახლა უკვე ტურისტებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მომლოცველებს გერგეტის სამებამდე მისვლა უკვე განახლებული, კომფორტული და უსაფრთხო გზით შეუძლიათ. ახალი გზის პარალელურად იარსებებს ძველი გზაც.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ახალი გზა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყაზბეგის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.