ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გელოვანის გამზირზე ესტაკადას მშენებლობა იწყება
25 ივლისი, 2018

მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადას მშენებლობა იწყება.

ორდონიანი კვანძის მოწყობის შემდეგ გზაგამტარი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობას განტვირთავს და საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის.

თბილისის მერის თქმით, გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოები ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„ამ მონაკვეთზე გადაადგილება, განსაკუთრებით პიკის საათებში სეროზული პრობლემაა. პროექტის განხორციელებით, მოძრაობა სრულად განიტვირთება. გარდა ამისა, თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით, დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.