ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Georgian Airways ფრენებს დუბაის მიმართულებით იწყებს
10 აგვისტო, 2017

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways“, საჰაერო მიმოსვლას კიდევ ერთი ახალი მიმართულებით განახორციელებს. 
თბილისი-დუბაი-თბილისის საჰაერო ხაზზე მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია 31 აგვისტოდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (27 ოქტომბერი), შემდეგი განრიგით გეგმავს: 

ხუთშაბათი (გაფრენა) - პარასკევი (გამოფრენა) 
კვირა (გაფრენა) - ორშაბათი (გამოფრენა) 

ავიარეისები Embraer ERJ-190 და Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა „Georgian Airways“-ს 9 აგვისტოს მიენიჭა.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.