Georgian Airways-ი ბათუმსა და მოსკოვს შორის პირდაპირ ავიარეისებს იწყებს – რუსული მედია
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი 2 აპრილიდან ბათუმი-მოსკოვი-ბათუმის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. აღნიშნულის შესახებ ცნობილი რუსული პორტალებიდან ხდება ცნობილი, თუმცა აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაბილეთები ავიაკომპანიის საიტზე ამ დროისათვის არ იძებნება. ამის შესახეწბ „ავიანიუსი“ წერს,
რუსული ინტერნეტ გამოცემები კი წერენ, რომ ბათუმსა და მოსკოვს შორის ფრენები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს განხორციელდება.
აღნიშნულ მიმართულებაზე Georgian Airways-ის მიერ ფრენების დაწყება ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში აანონსდებოდა, თუმცა ავიაკომპანიამ რეისების დაწყება ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გადაწყვიტა.
რუსული წყაროები ავიაბილეთების ფასებზეც წერენ და განმარტავენ, რომ ტარიფები „დემოკრატიულია“, ერთი გზა 26 498 რუბლიდან (დაახლოებით 792 ლარი).
„ავიანიუსი“