ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Georgian Airways-ი ბორტგამცილებლებს ეძებს
22 იანვარი, 2024

ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბორტგამცილებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. როგორც ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, მსურველებმა საკუთარი რეზიუმე 1-ელ თებერვლამდე უნდა გაგზავნონ.

ძირითადი მოთხოვნა: ასაკი 18-25 წლამდე; სიმაღლე 160სმ-დან.

კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება);

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებული;

** კანდიდატი უნდა იყოს კომუნიკაბელური და შეეძლოს გუნდში მარტივად ადაპტირება;

კანდიდატს უნდა ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კონკურსის ეტაპები:

1. განცხადებების გადარჩევა;

2. გასაუბრება ბორტგამყოლთა სამსახურის უფროსთან;

3. გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@georgian-airways.com არაუგვიანეს 2024 წლის 1 თებერვლამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება“, – აცხადებენ Georgian Airways-ი.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.