ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Georgian Airways-ი თბილისიდან დამამის მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს შეასრულებს
21 მარტი, 2019

ავიაკომპანია Georgian Airways-ი ზაფხულის სეზონზე თბილისიდან დამამის მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს შეასრულებს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, 8 ივნისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით ჩარტერული ავიარეისები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ შაბათს განხორციელდება.  

დამამი – სპარსეთის ყურის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე უდიდესი საპორტო ქალაქი, მესამე უმსხვილესი ფინანსური ცენტრი  საუდის არაბეთსა და მთელს აღმოსავლეთ პროვინციაში.
თბილისსა და დამამს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს როგორც ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადის ზრდას, ასევე საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. 

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.