რუსეთის საბაჟო სამსახური ავიაკომპანია Georgian Airways-ის მგზავრებს მოსკოვში ჩასვლისას სპეციალური ბლანკის შევსებას სთხოვს, – ინფორმაციას sova მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მგზავრებს სთხოვენ მიუთითონ, გაიარა თუ არა მათმა ბარგმა ერევნის საბაჟო სამსახურის კონტროლი.
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ფრენებს ერევნის გავლით Georgian Airways-ი Armenia-თან პარტნიორობით ასრულებს.
gbc.ge