ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Georgian Airways ლონდონისა და პრაღის მიმართულებით ავაირეისებს ამატებს
12 მაისი, 2017

"ჯორჯიან აერვეისი" ლონდონისა და პრაღის მიმართულებით ავაირეისებს ამატებს. ლონდონის მიმართულებით ფრენები 20 მაისიდან, ხოლო პრაღის მიმართულებით 12 ივნისიდან დაიწყება. რაც შეეხება ტარიფს, კომპანიის ხელმძღვანელის გივი დავითაშვილის ინფორმაციით, ლონდონის მიმართულებით ფრენის საშუალო ღირებულება 200 ევრო, ხოლო პრაღის მიმართულებით 150 ევრო იქნება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ივნისის ბოლომდე ფრენები აღდგება პარიზის მიმართულებითაც. 

"ავიაკომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ხორციელდება ავიაკომპანიის საჰაერო ფლოტის ძირეული განახლება. კერძოდ, რამდენიმე დღეში დავარეგისტრირებთ ახალ "ბოინგ 737-700" ტიპის საჰაერო ხომალდს. ხოლო მაისის ბოლოდან გვეყოლება ორი ახალი Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდი. 

"რაც შეეხება ფრენებს პარიზისა და პრაღის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში ორჯერ, ორშაბათს და შაბათს განხორციელდება. ასევე ყაზანის მიმართულებით ვაპირებთ 2 ივნისიდან ფრენების დაწყებას და მოთხოვნის გათვალისწინებით ივნისის ბოლოდან დაგეგმილია ავიარეისების აღდგენა პარიზის მიმართულებითაც. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ავიარეისების დამატებაზე ბარსელონასა და სხვა ქალაქების მიმართულებითაც„ - განაცხადა ჟურნალისტებათან საუბრისას გივი დავითაშვილმა. 

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.