ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Georgian Airways-მა ბერლინის, ვენის და პარიზის მიმართულებით რამდენიმე ფრენა გააუქმა
12 ნოემბერი, 2020

COVID-19-ის ფონზე დაწესებული რეგულაციებისა და ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ავიაკომპანია Georgian Airways-ი ნოემბერში ფრენების შემცირების შესახებ აცხადებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, Georgian Airways-მა ნოემბერში დაგეგმილი შემდეგი რეისები გააუქმა:

22 ნოემბერი – თბილისი-ვენა-თბილისი – გაუქმებულია;
18, 25 ნოემბერი – თბილისი-ბერლინი-თბილისი – გაუქმებულია;
13, 20, 27 ნოემბერი – თბილისი-პარიზი-თბილისი – გაუქმებულია.

“დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს სალაროებსა და გაყიდვების ოფისებს. გადაჯავშნა, ან ვაუჩერის მოთხოვნა შესაძლებელია შემდეგ მეილებზე: info@georgian-airways.com , online@georgian-airways.com.

ბოდიშს გიხდით გამოწვეული დისკომფორტისთვის!”, აღნიშნულია Georgian Airways-ის განცხადებაში.

AviaNews


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.