ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Georgian Wings-ის ახალი Boeing 737-300 უკვე საქართველოშია
05 დეკემბერი, 2023

ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ის ავიაპარკს კიდევ ერთი საჰაერო ხომალდი შეემატა. ავიაკომპანიის Boeing 737-300 უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია, საჰაერო ხომალდი 148 ეკონომ სავარძელს აერთიანებს და ავიაკომპანიის კორპორატიული ბრენდირებით დაიწყებს ოპერირებას დეკემბრის თვიდან.

„Georgian Wings-ის საჰაერო ფლოტში სასიხარულო მატებაა, სულ ცოტა ხნის წინ ავიაკომპანიამ მიიღო ახალი საჰაერო ხომალდი ბოინგ 737-300, რომლის სერტიფიცირების პროცესი სრულად დასრულდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში და საჰაერო ხომალდს მიენიჭა ამოსაცნობი ნიშანი 4L-GEK. ავიაკომპანია აქტიურად ემზადება ახალ მიმართულებებზე ფრენების დასაწყებად და სულ რამდენიმე დღეში მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას ახალი საერთაშორისო მიმართულებების შესახებ, რომლის მიხედვითაც Georgian Wings-ი მგზავრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესთავაზებს ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით“- აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა ქორთოშიძე.

Georgian Wings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დეკემბრის თვეში ახალ მიმართულებებს და გაზრდილ სიხშირეებს შესთავაზებს მგზავრებს. ამ დროისათვის კი რეგულარულ ფრენებს ასრულებს ბათუმის და ბაქოს მიმართულებით.

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ავიაკომპანიის ოფიციალური საიტის http://georgianwings.com-ის მეშვეობით, ასევე ავია სალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.